საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა IHF-ის თასზე პირველ მატჩში კვიპროსის ნაკრებთან ჩაატარა და მეტოქე დიდი სხვაობით დაამარცხა – 44:24.
ქართველმა ჭაბუკებმა თამაშის ბედი, ფაქტობრივად, პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს, რომელიც 25:19 მოიგეს.
თამაშის სურათი არც მეორე ნახევარში შეცვლილა და საბოლოოდ ქართველმა ჭაბუკებმა 20-ბურთიანი სხვაობით გაიმარჯვეს – 44:24.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ალექსანდრე შიოშვილი (9 გოლი), გიორგი კაპანაძე (7), ვახტანგ ხარებაშვილი (5), ნიკოლოზ ბოჟაძე (4), საბა ბუიღლიშვილი (4), დავით გრიშიკაშვილი (4), საბა ფუტკარაძე (3), გიორგი მაზანიშვილი (3), დავით ხელისუფალი (3), ნიკოლოზ ნარიმანიძე (1), ნიკოლოზ მამულაშვილი (1), თორნიკე გაგუა, ირაკლი გურული, ალექსანდრე ბოჟაძე.
საქართველოს ნაკრების დარჩენილი თამაშების განრიგი:
15 იანვარი, 14:00 | ალბანეთი – საქართველო
16 იანვარი, 16:00 | საქართველო – დიდი ბრიტანეთი
შეგახსენებთ, რომ ქართველი ხელბურთელები A ჯგუფში თამაშობენ, სადაც მათი მეტოქეები დიდი ბრიტანეთის, კვიპროსისა და ალბანეთის ნაკრებები არიან. B ჯგუფში ბულგარეთი, კოსოვო და მოლდოვა მოხვდნენ.
ნახევარფინალები – 17 იანვარს, ხოლო ფინალი და მესამე ადგილისთვის მატჩი 18 იანვარს გაიმართება. ტურნირის გამარჯვებული IHF-ის თასის საკონტინენტთაშორისო ეტაპზე გააგრძელებს.