რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას სურს აწარმოოს სუვერენული პოლიტიკა და “არ იყოს პაიკი დასავლეთის ხელში”.
მის შესახებ მან რუსულ მედია TACC-თან აღნიშნა.
მისივე თქმით, დასავლეთი საქართველოს დესტაბილიზაციისკენ, ეკონომიკური პრობლემებისა და რუსეთთან ურთიერთობების გამწვავებისკენ უბიძგებს
„ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ცდილობენ, საქართველო ცრუ დილემის წინ დააყენონ: ჩვენთან ან ჩვენს წინააღმდეგ. ამის პარალელურად, საქართველოს ხელისუფლებას, სურს ჰქონდეს სუვერენული პოლიტიკა, რომელიც ეროვნულ ინტერესებს დააკმაყოფილებს და არ სურს იყოს პაიკი დასავლეთის ხელში. დასავლეთი საქართველოს დესტაბილიზაციისკენ, ეკონომიკური პრობლემებისა და რუსეთთან ურთიერთობების გამწვავებისკენ უბიძგებს.
მე ეჭვი არ მეპარება, რომ ქართველ ხალხს ყველაფერი ესმის და ამის წინ წავა,“ – აღნიშნა ლავროვმა.