საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია-ლავროვი

1 week ago 24

5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია “Известия-სთან” ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული ოცნების მთავრობას “პრაგმატული” უწოდა.

“საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია; ისინი ევროკავშირის მიმართ ერთგულებას კვლავ ადასტურებენ, თუმცა, მათ ესმით, რომ ასე [საქართველო] აღარ იქნება საკუთარი სოფლის მეურნეობის პროდუქციით ცნობილი ქვეყანა.” – განაცხადა მან.

ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მოითხოვს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმთან შეერთებასა და ევროკომისიის საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრას, რაც, მისი თქმით, გამოწვევას უქმნის საქართველოსა და რუსეთს ორმხრივ ურთიერთობებს.

სრულად წაკითხვა