26 ივნისს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორუგალიის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და ტურნირის 1/8 ფინალში გავიდა. ბრიტანული Sky News ხვიჩა კვარაცხელიას პირველივე წუთებზე გატანილ გოლსა და გიორგი მიქაუტაძის შესრულებულ თერთმეტმეტრიანზე წერს.
“ისტორიული ევრო შოკი” – წერია სტატიის სათაურში, რითაც Reuters-ი საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლას გამოეხმაურა.
შეხვედრის შემდეგ დოპინგ ტესტზე ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მამარდაშვილი წაიყვანეს.
ამ თემაზე მამარდაშვილმა სოციალურ ქსელში სთორიც გამოაქვეყნა.
“ზეიმი დოპინგის ოთახიდან”, – წერს გიორგი.