საქართველოს ელჩმა ნიდერლანდებში თანამდებობა დატოვა

3 weeks ago 13
დავით სოლომონია. წყარო: ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში დავით სოლომონიამ თანამდებობა დატოვა. თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დაწერილ წერილში მან აღნიშნა, რომ ის პირნათლად ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობებს, ვიდრე „მჯეროდა, რომ სულ მცირე გავლენის მოხდენა შემეძლო პროცესებზე. დღეს ეს იმედი დასრულდა“.

„საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში ჩემი ყოფნის სამი ათეული წლის უდიდესი ნაწილი მიეძღვნა ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობას“, – წერს სოლომონია და აცხადებს, რომ გმონს ნებისმიერ ძალადობას.

მანამდე, ბულგარეთში ელჩის თანამდებობა დატოვა ოთარ ბერძენიშვილმა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესი. ბერძენიშვილმა მხარდაჭერა გამოხატა ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციის მიმართ.  

საქართველოს დიპლომატიურმა კორპუსმა 29 ნოემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეწყვეტა ეწინააღმდეგება საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს. განცხადებას გამოქვეყნების შემდეგ 150-ზე მეტმა დიპლომატმა მოაწერა ხელი საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა