3
განათლება გამარჯვებაა! სწორედ ამრწმენით აგრძელებს თიბისი – ტექოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერი– ქართველი ახალგაზრდებისმხარდაჭერას საერთაშორისოტექნოლოგიურ ასპარეზზე. ამმხარდაჭერის კიდევ ერთიმნიშვნელოვანი შედეგიასაქართველოს ეროვნული ხელოვნურიინტელექტის ნაკრების წარმატებულიგამოსვლა ხელოვნური ინტელექტისმე-3 საერთაშორისო ოლიმპიადაზე(IOAI 2026), რომელიც ყაზახეთისდედაქალაქ ასტანაში გაიმართა.
საქართველოს ნაკრებმა საერთაშორისო კონკურენციაში გამორჩეული შედეგი აჩვენა და ჯამში 8 საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა: 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი, ასევე ერთი საპატიო სიგელი. გუნდურად კი საქართველო მე-7 ადგილზე გავიდა 109 ქვეყანას შორის
ოქრო:
ნიკოლოზ გეგენავა = ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.
გიორგი მაისურაძე – ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.
ვერცხლი:
ნიკოლოზ ყიფშიძე – 136-ე საჯარო სკოლა.
ანტონ ინგოროყვა – ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.
მათე რეხვიაშვილი – ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.
ბრინჯაო:
ლუკა ბერიკელაშვილი – ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.
ნიკოლოზ კილაძე – ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.
საპატიო სიგელი
გიორგი ცქიტიშვილი – ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.
საქართველოს ეროვნულმა AI ნაკრებმა, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ორგანიზებითა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ბაზაზე შექმნილ ტექ ოლიმპიადების ჰაბში, საერთაშორისო ოლიმპიადისთვის მრავალთვიანი, ინტენსიური მომზადება გაიარა. მონაწილეებმა GAIA-ს სპეციალური საოლიმპიადო პროგრამის ფარგლებში ხელოვნური ინტელექტის, მანქანური სწავლებისა და მონაცემთა მეცნიერების პრაქტიკული მიმართულებები შეისწავლეს.
ნაკრების მთავარი მწვრთნელი შოთა ელყანიშვილია, თანახელმძღვანელები კი ლუკა დარსალია და ნიკა მიქაბერიძე ირიან.
IOAI მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასკოლო ტექნოლოგიური შეჯიბრებაა, რომელიც 100-ზე მეტი ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდებს აერთიანებს. საქართველო მასში წელს უკვე მეორედ მონაწილეობს. მოპოვებული გამარჯვებები ქვეყნის AI განათლების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია.
თიბისისთვის განათლებისა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარება ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, კომპანია აგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობას აძლევს, მათ შესაძლებლობებს ავითარებს და საერთაშორისო წარმატებისთვის ამზადებს. IOAI 2026-ზე მიღწეული შედეგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიზანმიმართული განათლების მხარდაჭერა ქვეყნის მომავალი წარმატების საფუძველია.
(R)
საერთაშიროსო alia.ge