გაირკვა თუ როდის დაიწყება საქართველოს თასის ფინალი. აღნიშნული შეხვედრა 5 დეკემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება, დაწყების დრო კი 19:00 საათი გახლავთ.
თასის ფინალში ერთმანეთს დინამო თბილისი და სპაერი შეხვდებიან. სხვათა შორის, სპაერი მეხუთე გუნდია ქვედა ლიგიდან, რომელმაც თასის ბოლო ეტაპს მიაღწია. მანამდე ეს ისეთმა გუნდებმა შეძლეს, როგორებიცაა გაგრა, მარტვილის მერანი, წყალტუბოს სამგურალი და ლოკომოტივი 2.
2017 წელს დაფუძნებული სპაერი თავიდან სამოყვარულო ლიგაში თამაშობდა, სეზონის ბოლოს რეგიონულ ლიგაში გადავიდა. 2019 წელს ლიგა 4-ის გამარჯვებულმა ლიგა 3-ში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, 2021 წელს ლიგა 3-ი მოიგო და ლიგა 2-ში დაწინაურდა. ზედიზედ ორჯერ სპაერმა შეძლო, რომ უმაღლესი ლიგისთვის ფლეი ოფში ეთამაშა, მაგრამ მთავარ ლიგაში თამაში და ტიტულის მოპოვება დღემდე ვერ მოახერხა.
რაც შეეხება დინამო თბილისს, ის საქართველოს თასის 13-გზის მფლობელია, რაც ტურნირის რეკორდი გახლავთ. დინამომ თასი 1992, 1993, 1994, 1995, 1996, 1997, 2003, 2004, 2009, 2013, 2014, 2014 და 2015 წლებში მოიგო.