საქართველოს ინტერესების პუტინისთვის მიყიდვა ივანიშვილს კარგს არაფერს მოუტანს – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, თავის ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომელშიც უკრაინის მიერ საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების სანქცირებაზე საუბრობს და მოუწოდებს პარტნიორებს, ანალოგიური გადაწყვეტილებები მიიღონ.
“გადაწყვეტილება საქართველოში მათ წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ, ვისაც ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს, მნიშვნელოვანია, რომ იგივე პრინციპული გადაწყვეტილება მიიღონ ჩვენმა პარტნიორებმა მსოფლიოში. ევროპელებმა, ამერიკელებმა და ყველამ, ვინც ქვეყნის დამოუკიდებლობასა და კანონის უზენაესობას აფასებს. საქართველოს ინტერესების პუტინისთვის მიყიდვა ივანიშვილს კარგს არაფერს მოუტანს” – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.
შეგახსენებთ, უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს და კიდევ 18 პირს. მათ შორის ირაკლი კობახიძეს, კახა კალაძეს, გრიგოლ ლილუაშვილს, მამუკა მდინარაძეს, ვახტანგ გომელაურს, მოსამართლეებს, “ოცნების” დეპუტატებსა და ასევე კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელს კახა ბექაურს.