საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი პატრიარქი მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა

1 hour ago 1

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. მან კათოლიკოს-პატრირქი ილია II შეცვალა, რომელიც მარტში, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გადაწყვეტილება ხმის დამთვლელი კომისიის ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე) 11 მაისს, დაახლოებით 16:00 საათზე, თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გამართული გაფართოებული საეკლესიო კრების შემდეგ გამოაცხადა. კრებას დაახლოებით 1 200 დელეგატი დაესწრო, როგორც სასულიერო, ასევე საერო ჯგუფებიდან, ხოლო წმინდა სინოდის 39 წევრმა ფარული კენჭისყრით მისცა ხმა.

57 წლის შიო მუჯირმა 22 ხმა მიიღო, რაც სინოდის წევრთა ხმების ნახევარზე მეტია. შედეგად იგივე პირველივე ტურში იქნა არჩეული პატრიარქად. შემდეგ მოდიოდა ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) 9 ხმით და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) 7 ხმით.

ამგვარად, შიო – ამიერიდან შიო III – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 142-ე წინამძღვარი და მეათე პატრიარქი გახდა 1917 წელს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ.

სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილი საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ახლადარჩეულმა პატრიარქმა შიო III-მ, განაცხადა, რომ მისი ინტრონიზაციის ცერემონია 12 მაისს, მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება. ცერემონია დილის 10 საათზე დაიწყება.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა