WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817
A delegation from the Georgian Orthodox Church is in Moscow. Photo: Orthodox Times' Website.

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობების განყოფილების ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში იმყოფება, სადაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილეს 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება.

დელეგაციას მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტში 19 ნოემბერს დახვდნენ. 20 ნოემბერს კირილესთან შეხვედრას და მისთვის დაბადების დღის მილოცვას სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციები და წინამძღოლები გეგმავენ.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ნიკორწმინდის ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი) და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. დელეგაციას ასევე ახლავს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კლირიკოსი თბილისში, დეკანოზი ვლადიმირ ალექსანდროვი.

აღნიშნულ ვიზიტს წინ უძღოდა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტი თბილისში, რომელიც სექტემბრის ბოლოს შედგა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა შიო III-მ რუსეთის ეკლესიის დელეგაცია მიიღო, სადაც მხარეებმა „მტკივნეულ რეგიონებში“ არსებული ვითარება და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს, მეორე დღეს, 1 ოქტომბერს, პატრიარქმა შიო III-მ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა.

This post is also available in: English

Follow Us

Google News