Shio III enthroned in Svetiskhoveli Cathedral as patriarch of Georgian Orthodox Chuchსაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქად შიო III-ის აღსაყდრების ცერემონია 12 მაისს, არჩევიდან ერთი დღის შემდეგ, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართა. ღონისძიებას უმაღლესი სასულიერო პირები, მმართველი პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი და მორწმუნეები ესწრებოდნენ.
მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) 11 მაისს წმინდა სინოდის 39 წევრიდან 22-მა პატრიარქად აირჩია. მისი აღსაყდრების თარიღი, 12 მაისი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის დღეს დაემთხვა. ცერემონია დილის 10 საათზე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაიწყო. ტრადიციულად, ეს ის ადგილია, სადაც ქართველი პატრიარქების აღსაყდრება იმართება და სადაც ილია II 1977 წელს პატრიარქად აკურთხეს.
საკათედრო ტაძარში გამართულ ცერემონიას „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირები დაესწრნენ, მათ შორის „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ასევე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ოფიციალური თანამდებობა არ უკავია.
This post is also available in:
Read Next
11/05/2026 - 19:37
შიო მუჯირს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავენ
11/05/2026 - 17:03
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი პატრიარქი მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა
07/05/2026 - 16:33
ახალი პატრიარქის ასარჩევად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კრება 11 მაისს გაიმართება
28/04/2026 - 18:20
წმინდა სინოდმა პატრიარქობის სამი კანდიდატი შეარჩია
20/04/2026 - 15:25
ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილი, რომელსაც მიმდევრები „მეფეს“ უწოდებდნენ, თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
12/04/2026 - 13:08

1 week ago
10







English (US) ·
Georgian (GE) ·