საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ პარლამენტს დაადო ბოქლომი – გოცირიძე

2 weeks ago 9

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, „საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ“ პარლამენტს დაადო ბოქლომი დაადო.

ამის შესახებ გოცირიძემ დღეს, 2 მაისს, საპარლამენტო ოპოზიციის წევრებთან ერთად პარლამენტის ჭიშკრის წინ ბრიფინგზე განაცხადა.

ოპოზიციამ პარლამენტის ჭიშკართან ბრიფინგი მას შემდეგ ჩანიშნა, რაც ცნობილი გახდა, რომ საკანონმდებლო ორგანოში დღეს დაგეგმილი ყველა სხდომა გაუქმდა. მათ შორის გაუქმდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენაც, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო.

„მოვედით პარლამენტის წევები, რათა მოვუსმინოთ საგარეო საქმეთა მინისტრს. საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ პარლამენტს დაადო ბოქლომი, გადამალეს საგარეო საქმეთა მინისტრი და შეშინებულებმა ფაქტობრივად გააუქმეს ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა.

მანამდე, 10-დღიანი არნახული არდადეგები მოუწყვეს მთელ ქვეყანას. ბიუჯეტიდან ფულს რომ იპარავენ და შემდეგ არიგებენ და რაღაც შეღავათებს აძლევენ, ახლა კალენდარული დღეებიც მოიპარეს.  ხალხს ეუბნებიან, ოღონდ არ გააპროტესტოთ და 10 დღე ისხედით სახლებშიო.

აი, ეს არის კომიკური მარაზმატული ხელისუფლება. ხელისუფლებას, რომელიც დაუპირისპირდება ხალხს, მარცხდება. შეშინებულმა ივანიშვილმა მოინდომა, რომ პარლამენტი გადააქციოს საკუთარ ციხე-სიმაგრედ. მაგრამ ციხე-სიმაგრე რა არის წარმოდგენაში? – შიგნით უნდა დაიმალო და გარედან ვიღაცამ დაგიცვას, მაგრამ შიგნითაც კი ვერ შემოდიან. „ქართული ოცნების“ დეპუტატები ვერც შიგნით შემოდიან და გარეთ სპეცრაზმის გარეშე ვერ გამოდიან. აი, ასეთი ცხოვრება ექნებათ მანამ, სანამ არ გააუქმებენ ამ კანონს“, – განაცხადა გოცირიძემ.


დღეს, 2 მაისს, პარლამენტის სასახლეში დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული სხდომები) არ გაიმართება. შესაბამისად, გაუქმდა დღეს დაგეგმილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენაც.

ამის შესახებ განცხადებას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პირველ მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო „საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ საქართველოს პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანდა პარლამენტის შენობა და ინფრასტრუქტურა“.

მათივე განცხადებით, ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტის სასახლეში, შესაბამის სტრუქტურებთან ერთად მიმდინარეობს გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები.

ამასთან, საქართველოში 3-დან 12 მაისის ჩათვლით ოფიციალურად დასვენების დღეებია. მთავრობის დადგენილებით, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, აღდგომის მომდევნო დღეები, 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა.

სრულად წაკითხვა