საქართველოს ნაკრები დღეს „დინამო არენაზე“ სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებს. შეხვედრა 18:00 საათზეა დაგეგმილი.
ერთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩში, ეროვნული ნაკრების კარს კვლავ გიორგი მამარდაშვილი დაიცავს. გუნდის შემადგენლობაში იქნება გურამ კაშიაც. მოედანზე ვიხილავთ ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც მეტოქესთან წინა თამაში გამოტოვა.
თბილისში იმყოფება და დაპირისპირებისთვის ემზადება მეტოქე გუნდი. სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვანტ გუშინ, პირველ შეხვედრაში წაგების მიზეზებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მის ფეხბურთელებს მოგების შანსები მაშინაც ჰქონდათ.
პლეი ოფის პირველ მატჩში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეტოქე საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა. ანგარიში გიორგი ქოჩორაშვილმა გახსნა. ოთხ წუთში კი მეტოქის კარი გიორგი მიქაუტაძემ აიღო. მანვე გაიტანა მატჩის ბოლო გოლიც. მოგების შემდეგ, საქართველომ ერთა ლიგის B ლიგაში თამაში გაინაღდა.
საქართველო-სომხეთის მატჩის მთავარი მსაჯი ინგლისელი, ენტონი ტეილორი იქნება.