ერთობლივ განცხადებას “ვაიმარის სამკუთხედის” – საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის – საგარეო საქმეთა მინისტრები ავრცელებენ:
ჩვენ, ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრები, სერიოზულად შეშფოთებულები ვართ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა და “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებაზე, გაყინოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. კრიზისის მიზეზი საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტიკური კურსი და ევროპული გზიდან მისი გადახვევაა.
არაერთხელ მოვუწოდეთ საქართველოს ოფიციალურ პირებს, შემოებრუნებინათ თავიანთი კურსი და დაბრუნებულიყვნენ ევროკავშირის ინტეგრაციას ევროპული ნორმებისა და ღირებულებების დაცვითა და რეფორმების გატარებით.
მკაცრად ვგმობთ გასული კვირის ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების, მედიისა და ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ, და აღვნიშნავთ საქართველოს ოფიციალური პირების პასუხისმგებლობას პატივი სცენ ადამიანის უფლებებს და დაიცვან ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრების თავისუფლება და მედიის თავისუფლება. უმკაცრესად ვგმობთ პოლიტიკური ფიგურების წინააღმდეგ მუქარებს