საქართველოს პირველად სტუმროიბს უზბეკეთის პრეზიდენტი

2 hours ago 2

მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკ კოლეგას, შავკატ მირზიოევს, რომელსაც პრეზიდენტის რეზიდენტციაში უმასპინძლა, „ოქროს საწმისის ორდენი“ გადასცა. ინფორმაციას ავრცელებს პრეზიდენტის პრესსამსახური.

მათივე ცნობით, მიხეილ ყაველაშვილმა შავკატ მირზიოევს უთხრა, რომ „როგორც საიმედო პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოს, რომელთანაც ურთიერთპატივისცემა, საერთო ინტერესები და თანამშრომლობის გაღრმავების მტკიცე ნება აერთიანებს“:

„[შეხვედრაზე] განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტის გაფორმებას, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს“.

უზბეკეთის უმაღლესი რანგის ლიდერი საქართველოს პირველად სტუმრობს. ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოში დღეს, 2 ივლისს ჩამოვიდა. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა. შავკატ მირზიოევი საქართველოში უნდა შეხვდეს ირაკლი კობახიძესაც, „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების ფონზე, ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტები ევროკავშირის ქვეყნებთან შემცირდა. ერთ-ერთი ბოლო ვიზიტი კობახიძეს ტაჯიკეთსა და ყაზახეთში ჰქონდა, ახლა კი საქართველოს უზბეკეთის პრეზიდენტი სტუმრობს.

ყაზახეთში კობახიძეს „ყაზახეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის აღსანიშნავად“ „მეგობრობის“ პირველი ხარისხის ორდენი გადასცეს.

სრულად წაკითხვა