საქართველოს რაგბის კავშირის მორიგი საერთო კრება 22 დეკემბერს გაიმართება

2 weeks ago 4

ა(ა)იპ საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის მოწვევით, 2024 წლის 22 დეკემბერს ავჭალის სარაგბო სტადიონის საკონფერენციო დარბაზში (მისამართზე: ქ.თბილისი, დავით სარაჯიშვილის ქ. #25) გაიმართება „სრკ“-ს მორიგი საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:

სრკ-ს 2024 წლის საქმიანობის ანგარიში;
სრკ-ს 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცება;
საინფორმაციო განახლება სტრატეგიულ მიმართულებებზე;
ინფრასტრუქტურული განვითარება
რეგისტრაციის დაწყების დრო: 12:00 სთ; საერთო კრების დაწყების დრო: 13:00 სთ.

კლუბებს (გუნდებს) რომლებსაც შესაძლოა გაუჩნდეთ პრეტენზია გამგეობის მიერ დამტკიცებულ ნამდვილ წევრთა სიასთან და მათი პრემიალური ხმების რაოდენობასთან დაკავშირებით, უფლება აქვთ 2024 წლის 16 დეკემბრის 17:00 საათის ჩათვლით სრკ-ს კანცელარიაში და/ან ელექტორნულ ფოსტაზე ([email protected]) წარმოადგინონ თავისი დასაბუთებული წერილობითი განცხადება, რომლის გადამოწმებისა და დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაში, სრკ-ს მიერ მოხდება ნამდვილ წევრთა სიისა და ხმათა რაოდენობის კორექტირება.

"გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საერთო კრებაზე (ყრილობაზე) დასწრების უფლება ექნება ნამდვილი წევრის (დელეგატის) ერთ უფლებამოსილ პირს ან უფლებამოსილი პირის წარმომადგენელს, რომელმაც თან უნდა იქონიოს სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობა."

- ვკითხულობთ საქართველოს რაგბის კავშირის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად წაკითხვა