საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა დანია დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

8 hours ago 2

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა დანია 62:60 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. “ევრობასკეტ 2025”-ის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლოსწინა ტურის მატჩი “თბილისი არენაზე” გაიმართა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები “ევრობასკეტის” საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის მატჩს 24 თებერვალს სტუმრად სერბეთის ნაკრებთან ჩაატარებს.

„ევრობასკეტი 2025” ოთხ ქვეყანაში: ფინეთში, კვიპროსში, პოლონეთსა და ლატვიაში ჩატარდება, გათამაშების ფინალური ეტაპის წილისყრა კი 27 მარტს რიგაში გაიმართება.

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე ზედიზედ მეექვსედ ითამაშებს.

სრულად წაკითხვა