๐ŸŒฟ แƒกแƒแƒฅแƒแƒ แƒ—แƒ•แƒ”แƒšแƒแƒก แƒคแƒšแƒแƒ แƒ˜แƒก แƒ”แƒ แƒ—-แƒ”แƒ แƒ—แƒ˜ แƒ›แƒ—แƒแƒ•แƒแƒ แƒ˜ แƒกแƒแƒ’แƒแƒœแƒซแƒฃแƒ แƒ˜ โ€“ แƒซแƒ”แƒšแƒฅแƒ•แƒ (Zelkova)

9 hours ago 5

საქართველოს ფლორის საინტერესო წარმომადგენელი ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში:

🌿 საქართველოს ფლორის ერთ-ერთი მთავარი საგანძური ძელქვაა – რომლის ლათინური სახელწოდება – Zelkova ქართული წარმოშობისაა. იგი ორი სიტყვის, „ძელისა“ და „ქვის“ შეერთებით არის მიღებული. მცენარის სახელი ზუსტად გამოხატავს ძელქვის მერქნის მთავარ მახასიათებლებს: საოცარ სიმტკიცეს და გამძლეობას.

ძელქვა არქტომესამეული ფლორის რელიქტია, რაც იმას ნიშნავს, რომ მილიონობით წლის განმავლობაში უცვლელად ინარჩუნებდა თავის სახეს და დღეს ჩვენი ბუნების ცოცხალ ისტორიას წარმოადგენს.

ძელქვა 500-600 წელს ცხოვრობს და აღწევს 40 მეტრს, ხოლო დიამეტრი ზოგჯერ 3 მეტრსაც კი აჭარბებს.

მიუხედავად იმისა, რომ ძელქვის გვარის 6 სახეობიდან უმეტესობა აზიაშია გავრცელებული, რცხილაფოთლიანი ძელქვა კავკასიის სიამაყეა. საქართველოში მისი ნახვა შესაძლებელია: ბაწარა-ბაბანეურის დაცულ ტერიტორიებზე, აჯამეთის აღკვეთილში და მდინარე ყვირილისა და წყალწითელას ხეობებში.

ძვირფასი მერქნის გამო, ძელქვა საუკუნეების განმავლობაში ინტენსიურად იჩეხებოდა. ძელქვა შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ და მის დაცვასა და შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

แƒกแƒ แƒฃแƒšแƒแƒ“ แƒฌแƒแƒ™แƒ˜แƒ—แƒฎแƒ•แƒ