საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი ხორვატიის ნაკრებთან ჩაატარა და 11:13 დამარცხდა.
ამ წყვილში გამარჯვებულს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალის საგზურის პირდაპირ მოპოვების შესაძლებლობა ჰქონდა.
წაგების მიუხედავად, საქართველოს ნაკრები განაგრძობს ბრძოლას მეოთხედფინალის საგზურისთვის. ქართველი წყალბურთელები შესარჩევი ტურნირის C დივიზიონის (აშშ, იაპონია, რუმინეთი) მესამეადგილოსანს 9 იანვარს დაუპირისპირდებიან.