რუმინეთში შეკრებაზე მყოფმა საქართველოს ნაკრებმა „კარპატის თასზე“ პირველი შეხვედრა სერბეთის გუნდთან გამართა და 25:35 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი გოლი გიორგი ცხოვრებაძემ (11) გაიტანა.
მომდევნი შეხვედრას ქართველი ხელბურთელები 4 იანვარს, 16:30 საათზე თურქეთის ნაკრებთან ჩაატარებენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა და სტატისტიკა სერბეთთან მატჩში:
ზურაბ ცინცაძე, დავით ნიქაბაძე, გიორგი ცხოვრებაძე (11 გოლი), თეიმურაზ ორჯონიკიძე (4), გიორგი დიხამინჯია (4), გიორგი ლაპიაშვილი (2), მირიან გავაშელიშვილი (2), ზურაბ აბრამიშვილი (1), გიორგი გრიშიკაშვილი (1), გიგა მელიავა, ირაკლი გოგოლაძე, ზურაბ გოგავა, დავით ჩირიკაშვილი, ვახტანგ ხელისუფალი, აკაკი პატაშური, გიორგი არეშიძე.