15
პოლიტიკისი, გივი თარგამაძე
კვლევების თანახმად საქართველოში თაღლითურ ქოლცენტრებში დასაქმებულია 30 ათასი ახალგაზრდა. ისინი მონაწილეობენ ადამიანების ძარცვასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში;
სოცქსელებში ღია წყაროებში განთავსებული ვიდეოებიდანაც ჩანს, რომ მხოლოდ ერთ, ე.წ. “კაპონე”-ს ნარკოტიკების გამავრცელებელ ქსელში კურიერებად დასაქმებულია უამრავი ახალგაზრდა. ისინი მონაწილეობენ საქმიანობაში, რომლის შედეგიც ხშირად ადამიანის სიკვდილია;
ეს ახალგაზრდები თავად არიან სისტემის მძევლები და სიცოცხლის საფრთხის წინაშე დგანან, რაზეც, სავარაუდოდ, მეტყველებს უგზოუკვლოდ დაკარგულთა გასაიდუმლოებული, უზარმაზარი – 500 კაციანი ბაზა;
ახალგაზრდები მონაწილეობენ ქუჩის დაჯგუფებებში, რომლებიც ძალადობენ სხვებზე და საქმეებს არჩევენ ერთმანეთში. ორივე ტიპის მოქმედება ხშირად მთავრდება სიკვდილით;
ხელისუფლება არა მხოლოდ იცილებს ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას, თავადაა ამ დამღუპველი კონგლომერატების სათავეში.
ახალგაზრდების სიცოცხლისთვის გამოვიდეთ ქუჩაში 28 ნოემბერს!
საერთაშიროსო alia.ge