“საქართველოში არავითარი საპროტესტო მუხტი არ არსებობს” – ირაკლი კობახიძე

3 days ago 7

ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ პოზიცია დააფიქსირა საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით

ხედავთ, რომ საქართველოში არავითარი საპროტესტო მუხტი არ არსებობს.

არის 500 უცხოელი აგენტი, რომელთა მეშვეობითაც რაღაც ნაკვერჩხალივით შეინახონ ეს პროტესტი. სინამდვილეში, საზოგადოებაში არავითარი პროტესტი არ არსებობს და ამას ადასტურებს, მათ შორის, ისიც, რომ ამ არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” მიიღო ამომრჩეველთა ხმების 82%.

ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ასეთ ხელოვნურ პროტესტის მცდელობებს ვერ ექნება ვერავითარი წარმატების პერსპექტივა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სრულად წაკითხვა