“საქართველოში არჩევნები ნამდვილად გაყალბდა, ეს ომის დამნაშავე პუტინმა გააკეთა, თბილისი კვლავ თავისუფალი და დამოუკიდებელი უნდა გახდეს” – კონგრესმენი ჯო უილსონი

2 weeks ago 8

რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ფიქრობს, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებში დამნაშავე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია. როგორც მან “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს მოსახლეობისთვის რუსეთის აგრესია უცხო და ახალი არაა.

“ძალზე შეშფოთებული ვარ იმის გამო, რომ საქართველოში არჩევნები ნამდვილად გაყალბდა. ამის სრული აღქმა უნდა არსებობდეს, ევროკავშირი და სხვებიც ამ დასკვნამდე უნდა მივიდნენ, ეს ომის დამნაშავე პუტინმა გააკეთა. ეს ძალზე სამწუხაროა, რადგან საქართველოს ისეთი ბრწყინვალე მომავალი ელოდა! ამასთან, [ქართველები] ნამდვილად თავადაც იყვნენ კრიმინალი პუტინის ომის აგრესიის მსხვერპლნი… თბილისი კვლავ თავისუფალი და დამოუკიდებელი უნდა გახდეს. საქართველოში შესანიშნავი ადამიანები ცხოვრობენ, ვამაყობ საქართველოს პრეზიდენტის სიმამაცით. მათ ყველამ უნდა დაუჭიროს მხარი,” – აცხადებს უილსონი.

რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეა, რომელმაც მაისში ე.წ. “მეგობარი აქტი” წარადგინა. ის ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას გულისხმობს და იმ პირთა პასუხისმგებლობას აყენებს, ვინც ქვეყანაში დემოკრატიას ძირს უთხრის.

სრულად წაკითხვა