ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური რეალობის შეფასებას ალეგორიული მინიშნებებით ახდენს:
“ამბობენ, რომ მღვრიე წყალში ადვილია თევზის დაჭერაო და ხშირად გადატანითი მნიშვნელობით ამას პოლიტიკურ სიტუაციას უკავშირებენ ხოლმე.
ასევე ამბობენ, რომ მღვრიე წყალში ბევრი თევზის დაჭერა მხოლოდ გამოცდილ მეთევზეს თუ შეუძლია ისიც სპეციალური სატყუარების გამოყენებით.
პოლიტიკურად ამღვრეულ სიტუაციაშიც სასურველი შედეგის მისაღწევად, ასევე შესატყვისი სატყუარების გამოყენება უწევთ. ეგაა, რომ ყველას ამის ცოდნა და უნარები არ გააჩნია. საქართველოში ბოლო წლებში მინიმუმ ოთხჯერ ხელოვნურად აამღვრიეს პოლიტიკური წყალი, მაგრამ თევზი ვინც დაიჭირა, კი ვხედავთ.
შეიძლება ეს იმიტომ მოხდა, რომ თევზი და ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავდებიან. უბედურება ხდება მაშინ, როდესაც ადამიანების ნაწილი თევზებს ემსგავსება და იოლად ხერხდება მათი სატყუარებით მიტყუება ამღვრეულ გარემოში.
“ხავერდოვანი რევოლუცია” სხვა კი არაფერია…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.
paraleli პოლიტიკა