„საქართველოში განვითარებული მოვლენებით შეწუხებულები ვართ – ლუქსემბურგის პრემიერი

2 days ago 1

„საქართველოში განვითარებული მოვლენებით საკმაოდ შეწუხებულები ვართ. ეს არ არის ის დემოკრატია და კანონის უზენაესობა, რომელიც ევროკავშირთან ახლოს და ევროპულ მიწაზე გვსურს” – განუცხადა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა, ლუკ ფრიდენმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე:

ყველას მოვუწოდებთ, ვისაც საქართველოსთვის პროევროპული გზა სურს, რომ პირველ რიგში, ის ფუნდამენტური თავისუფლებები, რომლებიც ჩვენ გვჯერა, ევროპის კონტინენტზე ყველგან დაცული უნდა იყოს. ასე რომ, ჩვენ ვითარებას თვალს ყურადღებით ვადევნებთ და მოვუწოდებთ ქართველ ლიდერებს, რომ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს პატივი სცენ“, – განაცხადა ლუკ ფრიდენმა. [IPN]

სრულად წაკითხვა