WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817
Posted inახალი ამბები

05.08.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქართველოში დიდი ოდენობით ოქროს ზოდების უკანონოდ გადმოტანის გამო რუსეთის მოქალაქე დააკავეს.

მათივე ცნობით, რუსეთის მოქალაქემ საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“-ს გავლით საქართველოში 713.3 გრამი, 143 817 ლარის ღირებულების ოქროს ზოდები გადმოიტანა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.