საქართველოს ევროპარლამენტარების დელეგაცია ეწვევა.
დელეგაციის წევრები შეხვედრას გამართავენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ჟურნალისტებთან.
„კოლეგებთან ერთად, თბილისში მივემგზავრებით, რათა სოლიდარობა გამოვუცხადოთ ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ქართველებს!“, — წერს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ზე.
„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, დელეგაციაში შედიან:
- რასა იუკნევიჩიანე, ლიეტუვა, ევროპის სახალხო პარტია (EPP),
- მიჰალ შჩერბა, პოლონეთი, ევროპის სახალხო პარტია (EPP),
- ნატალი ლუაზო, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe)
- ბერნარდ გეტა, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe)
- ტობიას კრემერი, გერმანია, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი
- რაინიე ვან ლანშოტი, ნიდერლანდები, მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი