WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე, მმართველ პარტიასა და მის მხარდამჭერებთან მიმართებით მძიმე შეფასებებს აკეთებს პოლიტიკის ექსპერტი დავით ზურაბიშვილი:

“მორალსა და ზნეობაზე რომ არაფერი ვთქვა, საქართველოში პირველად გვყავს ხელისუფლება, რომლის ოფიციალური პოლიტიკური დოქტრინა არის იდიოტობა.

დიფსთეითი, გლობალური ომის პარტია, მასონები, ლიბერალური ფაშიზმი, ლგბტ მაფია ქვეყნის გარეთ და უსამშობლოები და აგენტები ქვეყნის შიგნით… ყველაფერ ამას საღ გონებაზე მყოფი ხალხი რანაირად ჭამს, თუ მესმოდეს. ამით რომ კარიერას იკეთებენ და ფულს შოულობენ, ეს კიდევ ცალკე უბედურებაა.

ერთადერთი ნუგეში ისაა, რომ მსგავს იდიოტობას მარტო ჩვენ არ ვაწვებით. პრაქტიკულად მსოფლიო ტრენდია“, – წერს დავით ზურაბიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.