17
საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა – ბოლო ერთ კვირაში სხვადასხვა ტიპის საწვავი 2-დან 14 თეთრამდეა გაძვირებული. მძღოლები უკმაყოფილებას ვერ მალავენ.
მათი თქმით, ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს დაუსრულებელი საცობები თბილისში, რაც საწვავის მოხმარებასაც ზრდის და მძღოლების ხარჯებსაც.
ძვირდება და რატომ ხდება არ ვიცით. ასეთი მაღალი ფასი ბენზინზე ჩვენ არ გვახსოვს, ყოველდღიურად ძირდება. მერე დანარჩენ პროდუქტებზეც ძვრიდება ფასი”. – ამბობენ მძღოლები.
„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში სექტემბერში საწვავის მოხმარების ზრდასა და კიდევ უფრო გაძვირებას პროგნოზირებენ. მათ მოლოდინს იზიარებენ ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობიმპორტიორი და გასამართი სადგურების ბრენდის მფლობელ კომპანია “ვისოლში”. მისი გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა განმარტავს, რომ საწვავზე დღეს მომწოდებლებთან ახალი კონტრაქტების გაფორმება კომპანიას უფრო ძვირად უწევს, ამიტომ დღეს არსებული ფასი საბოლოო არ არის.
საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში:
Gulf-ის ქსელში საწვავი 3 სექტემბერს კიდევ გაძვირდა. ყველა ტიპის ბენზინი და დიზელის ფასმა 6 თეთრით მოიმატა. შედეგად, დღეს, საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:
- G-Force სუპერი – ₾4.35; ზრდა – 6 თეთრი;
- G-Force პრემიუმი – ₾3.93; ზრდა – 6 თეთრი;
- G-Force ევრო რეგულარი – ₾3.75; ზრდა – 6 თეთრი;
- ევრო რეგულარი – ₾3.75; ზრდა – 6 თეთრი;
- G-Force ევრო დიზელი – ₾4.53, ზრდა – 6 თეთრი;
- ევრო დიზელი – ₾4.43, ზრდა – 6 თეთრი;
Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ფასი სექტემბრის პირველ დღეებში უკვე მეორედ დაკორექტირდა. პირველად 1-ელ სექტემბერს, მეორედ კი დღეს – 3 სექტემბერს შეიცვალა.
დღეს სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:
- A1 სუპერი 100 – ₾4.39, ზრდა – 4 თეთრი;
- ეკო სუპერი – ₾4.29; ზრდა – 3 თეთრი;
- ეკო პრემიუმი – ₾3.88; ზრდა – 3 თეთრი;
- ეკო დიზელი – ₾4.52, ზრდა – 5 თეთრი;
- ევრო დიზელი – ₾4.49, ზრდა – 5 თეთრი;
- ევრო რეგულარი – ₾3.71; ზრდა – 3 თეთრი;
- დიზელ ენერჯი – ₾4.45, ზრდა – 8 თეთრი;
Connect-ის ქსელში საწვავის ღირებულება ბოლოს 29 აგვისტოს შეიცვალა და დიზელი 10 თეთრით გაძვირდა. დღეს, ამ ქსელში ბენზინს და დიზელს ამ ფასად შეიძენთ:
- სუპერი – ₾3.90;
- პრემიუმი – ₾3.75;
- რეგულარი – ₾3.60;
- ევრო დიზელი – ₾3.35, ზრდა – 10 თეთრი;
- დიზელი – ₾4.29=0, ზრდა – 10 თეთრი;
Socar-ის გასამართი სადგურებში საწვავის ფასი 27 აგვისტოს დაკორექტირდა. დღეს, ბენზინის და დიზელის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:
- ნანო სუპერი – ₾4.26, ზრდა – 2 თეთრი;
- ნანო პრემიუმი – ₾3.84, ზრდა – 4 თეთრი;
- ნანო ევრო რეგულარი – ₾3.67, ზრდა – 4 თეთრი;
- ევრო 5 დიზელი – ₾4.34; ზრდა – 14 თეთრი;
- ნანო ევრო 5 დიზელი – ₾4.44; ზრდა – 14 თეთრი;
საერთაშიროსო alia.ge