2
სენატორ ჯინ შაჰინის თქმით, საქართველოში სიტუაცია საშინელი ხდება, პოლიტიკური ვითარება კი უარესდება.
“როგორც ვიცით, საქართველოში სიტუაცია საშინელი ხდება. ჩვენ ამ კომიტეტში გვქონდა ხანგრძლივი ვალდებულება ქართველი ხალხის მიმართ და დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს პოლიტიკური ვითარების გაუარესებას. ათასობით ადამიანი ქუჩაშია 7 დღეა და აპროტესტებს “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ”, – თქვა შაჰინმა სენატში, სადაც “ქართული ოცნებისთვის” მაგნიტსკის სანქციების დაწესების ინიციატივას განიხილავენ