WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

4

საქსტატის მონაცემებით, ოქტომბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა, რაც სექტემბრის მაჩვენებელს 0.3 პროცენტული პუნქტით აღემატება.

ფასების ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა ტრანსპორტის გაძვირებამ მოახდინა. ამ სექტორში ფასები წლიურად 21.9%-ით გაიზარდა, მათ შორის, პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ხარჯები 30.3%-ით, ხოლო სატრანსპორტო მომსახურება 14.5%-ით გაძვირდა.

3.1%-ით გაიზარდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასებიც. განსაკუთრებით გაძვირდა თევზეული – 20.2%-ით, ხორცი – 7.6%-ით, ზეთი და ცხიმი – 7%-ით, ყავა, ჩაი და კაკაო – 5.7%-ით, ხოლო პური და პურპროდუქტები – 4%-ით.

წლიურ ჭრილში საცხოვრებელთან და კომუნალურ მომსახურებასთან დაკავშირებული ფასები 10.1%-ით გაიზარდა, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში კი გაძვირებამ 8.4% შეადგინა.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, განათლების ჯგუფში ფასები 12%-ით შემცირდა, რაც ძირითადად უმაღლესი განათლების 32.9%-ით გაიაფებამ განაპირობა.