საქსტატი: 2024 წლის ნოემბერში მშპ 7.5%-ით გაიზარდა

3 days ago 5
ფოტო: მუფიდ მაჯნუნი/Unsplash.com

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 31 დეკემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის ნოემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 7.5%-ით გაიზარდა.

2024 წლის ნოემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში.

„საქსტატის“ ინფორმაციით, მშპ-ს ზრდის იანვარ-ნოემბრის საშუალო მაჩვენებელი 9.4%-ია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა