ფოტო: მუფიდ მაჯნუნი/Unsplash.comსაქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 9 ივნისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წლის ანალოგიური პერიოდის წინასწარ მონაცემებთან შედარებით 47.7%-ით გაიზარდა და 271.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
„საქსტატი“ აღნიშნავს, რომ ზრდა განპირობებულია სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის გაზრდით.
2026 წლის I კვარტალში სააქციო კაპიტალმა 101.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 37.5%-ია. რეინვესტიციამ 145.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 53.8%-ით განისაზღვრა, ხოლო სავალო ვალდებულებებმა 23.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 8.8%-ია.
ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების კუთხით სიის სათავეშია გაერთიანებული სამეფოა 52.4 მლნ აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 19.3%-ს შეადგენს; შემდეგ მოდიან აშშ – 47.5 მლნ. აშშ დოლარით (17.5%) და ნიდერლანდები – 29.2 მლნ. აშშ დოლარით (10.8%). მეოთხე ადგილზე აზერბაიჯანია 20.9 მლნ აშშ დოლარით (7.7%), რომელსაც მარშალის კუნძულები მოყვება 19.8 მლნ აშშ დოლარით (7.3%).
ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 125.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 46.1%-ია. მეორე ადგილს იკავებს უძრავი ქონების სექტორი – 48.8 მლნ. აშშ დოლარით (18%), ხოლო მესამეზე იმყოფება ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი 37.2 მლნ. აშშ დოლარით (13.7%). სამი უმსხვილესი სექტორის წილმა 77.8% შეადგინა.
This post is also available in:
Read Next
03/06/2026 - 13:16
2026 წლის მაისში წლიური ინფლაცია 5.7% იყო
29/05/2026 - 17:11
საქსტატი: 2026 წლის აპრილში მშპ 6.2%-ით გაიზარდა
25/05/2026 - 14:00
2026 წლის აპრილში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 333.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
20/05/2026 - 15:16
ევროპის საბჭოს 2025 წლის ანგარიშში საქართველო პატიმრების რაოდენობით მეოთხე ადგილზეა
19/05/2026 - 13:34
2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 1.7%-ით გაიზარდა
18/05/2026 - 13:18

8 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·