WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817
ფოტო: მუფიდ მაჯნუნი/Unsplash.com

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 29 მაისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 6.2%-ით გაიზარდა, ხოლო 2026 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.3%-ით  განისაზღვრა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2026 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია,  ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა და საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორებში.

This post is also available in: English