საქსტატი: 2026 წლის ივნისში მშპ 8.6%-ით გაიზარდა

2 days ago 24
ფოტო: მუფიდ მაჯნუნი/Unsplash.com

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 31 ივლისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 8.6%-ით გაიზარდა, ხოლო 2026 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9%-ით  განისაზღვრა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2026 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება,  მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა  სამთომოპოვებითი მრეწველობის  და ენერგეტიკის სექტორებში.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა