WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817
ფოტო: მუფიდ მაჯნუნი/Unsplash.com

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 30 აპრილს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 10.7%-ით გაიზარდა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 9.1%-ით განისაზღვრა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2026 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების, ასევე სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში.

This post is also available in: English