„მიმდინარე პროცესში თბილისის მოქალაქეთა ნაწილი კარს არ უღებდა მასთან სახლში მისულ საქსტატის წარმომადგენლებს, რაც გარკვეულწილად აფერხებდა მონაცემების შეგროვებას. გარდა ამისა, ზოგიერთ რეგიონში გასული დღეების განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექმა, რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა შეაფერხა მონაცემთა შეგროვების პროცესი. აქედან გამომდინარე, ასევე მოქალაქეთა თხოვნიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება“, - თქვა „საქსტატის“ ხელმძღვანელმა.
20 დეკემბრიდან 31 დეკემბერის ჩათვლით მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება „საქსტის“ ვებსაიტზე თვითრეგისტრაციის მეთოდით უპასუხოს კითხვებს.
საქართველოში მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. პროცესი 14 ნოემბერს დაიწყო და 19 დეკემბრამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ვადები გახანგრძლივდა.