საშინელებაა, ის რაც გუშინ ვნახე – შოთა არველაძე რუსთაველზე მიმდინარე აქციას შეუერთდა

3 weeks ago 6

ყოფილი ფეხბურთელი შოთა არველაძე რუსთაველის გამზირზე დგას. როგორც ის “ტვ პირველის” ეთერში ჰყვება, გუშინდელი ძალადობა შოკისმომგვრელი იყო, ამიტომ სახლში ვერ გაჩერდა.

”გუშინდელი ღამის შემდეგ ვერ გავძელი, სახლში დავრჩენილიყავი და ჩემი პროტესტი არ გამომეხატა. ძალიან რთული, მძიმე სანახავი იყო ის, რაც გუშინ ვნახე. საშინელებაა, ის რაც ვნახე – როცა ის, ვინც მართლა უნდა გიცავდეს, ვინც მართლა შენკენ უნდა იყოს, ასე ექცევა თანამემამულეს, ასე ექცევა ქალს. თუ ეს როდისღაც ხდებოდა და ცუდი იყო და ეს დღესაც ხდება, ისეთივე ცუდია, როგორც ადრე იყო”- განაცხადა არველაძე. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

fb-share-icon

Tweet

Pin Share

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა