1
თბილისში საშობაო “ალილო” მიმდინარეობს. პირველი რესპუბლიკის მოედნიდან მომლოცველთა და მგალობელთა გუნდი ცოტა ხნის წინ დაიძრა. შობის მახარობლებს მოქალაქეები ხვდებიან და ასაჩუქრებენ.
მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც შობის პარაკლისი შესრულდება.
შეგროვებული ნობათი ბავშვთა სახლებს, მოხუცებულთა თავშესაფრებსა და საპატიმროებს გადაუნაწილდება.
„ალილოს“ მსვლელობის ტრადიცია 2000 წლიდან პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღდგა.
ალილო თბილისის გარდა, მიმდინარეობს გურჯაანში, ქუთაისში, გორში…