“საჩვენებელი დასჯაა… არ მგონია, ვინმე შეაშინოს. ადამიანებს კიდევ უფრო მოტივირებულებს გახდის, რომ “ოცნება” პოლიტიკურ მოუსავლეთში გაუშვას”, – ამის შესახებ “ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია საუბრობს და ლაზარე გრიგორიადისისთვის 9-წლიანი პატიმრობის მისჯას ეხმაურება.

ლაზარესთვის 9-წლიანი პატიმრობის მისჯა არის საჩვენებელი დასჯა არამხოლოდ ლაზარესი, არამედ მთელი ქართველი ახალგაზრდობის. იმათი, ვისაც არ ეშინია სამშობლოს ინტერესებისთვის ბრძოლა. და ამ თაობაში ასეთი ძალიან დიდი უმრავლესობაა. ასევე არის საჩვენებელი დასჯა და მუქარა ყველას ჩვენ, ყველა თაობის ადამიანს, ვისაც პატრიოტიზმი მიგვაჩნია ჩვენს მთავარ ვალდებულებად. მიუხედავად ამისა, მე არ მგონია, რომ ამან ვინმე შეაშინოს. პირიქით, მგონია რომ ადამიანებს კიდევ უფრო მოტივირებულებს გახდის, რომ ანტიქართული მთავრობა, ანტიქართული ხელისუფლება “ქართული ოცნების”, გავუშვათ პოლიტიკურ მოუსავლეთში, – ამბობს ნიკა გვარამია.