საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, “ქართული ოცნების” წევრს, თეა წულუკიანს, რომელმაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ზურაბიშვილის ბაბუა ფაშისტების მოკავშირედ მოიხსენია, პასუხობს და ამბობს:
“ბოღმა რომ ახასიათებს, ეს ფაქტია, სამწუხაროდ მისთვის იმიტომ, რომ ბოღმა, პირველ რიგში, თვით ადამიანს კლავს და სხვებს ვერ. მე ერთ რამეს ვიტყვი, რომ ოჯახური, მთლიანად ისტორიები, ყველაფერი რაც იყო მოსაყოლი და საკმაოდ საინტერესოა მე მგონი, მოვყევი ჩემ პირველ წიგნში, საქართველოსკენ, რომელიც გამოიცა საქართველოში 2006 წელს და აქ არაფერი საიდუმლო არ არის.
სამწუხაროდ, ქალბატონ თეას, რომელსაც აქვს ისტორიის წარმოდგენა, რომელიც ძალიან ჰგავს საბჭოთა კავშირის თემებს და მოდელს თავის აზროვნებაში – ნაცისტები და სხვები, როგორც დღეს გვეძახიან ნაცისტებს, ისეთივე ნაცისტები იყვნენ თავის დროზე და უნდა იცოდეს ერთი რამე, რომ საქართველოს ემიგრაციაში, პარიზში ორ ჯგუფად იყო, ეს ხშირად მოგვდის, დაყოფილი ეს ემიგრაცია – ვინც თვლიდა, რომ დემოკრატების მხარეზე უნდა ყოფილიყვნენ ყველა შემთხვევაში ტოტალიტარიზმების წინააღმდეგ, 2 ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ, ანუ საბჭოთა კავშირი და გერმანია, ამ ჯგუფს ეკუთვნოდა მაგალითად მამაჩემი და მეორე ჯგუფი, რომელიც თვლიდა, რომ გერმანია იყო ის ინსტრუმენტი, რომელსაც ჰქონდა საშუალება, რომ დაემარცხებინა სწორედ საბჭოთა რუსეთი და ამით გაეთავისუფლებინა საქართველო, რაც ნაწილობრივ იყო გამოცხადებული გეგმა – ამ მიმართულებას ეკუთვნოდა და იყო ერთ-ერთი წამყვანი არა გიორგი, რომელიც დიდი აქტიურობით არ გამოირჩეოდა, არამედ მიშა კედია, რომელმაც სწორედ ამ თანამშრომლობით გერმანელებთან მიაღწია იმას, რომ ყველა ქართველი ებრაელი, ვინც საფრანგეთში ცხოვრობდა, გადარჩა იმიტომ, რომ მან მოიპოვა ეს იმუნიტეტი მათთვის.
ეს თუ ვერ გაიგე შენი ქვეყნის ისტორიიდან ძალიან ბევრ რამეს კიდევ ვერ გაიგებ და ეს არის ძალიან სამწუხარო, საცოდავო თეა”.
ცნობისთვის, გუშინ თეა წულუკიანმა დაწერა:
ცნობილი და საინტერესო ფრანგი მწერალია ემანუელ კარერი.
მისი ბაბუა, გიორგი ზურაბიშვილი და პრეზიდენტყოფილი სალომე ზურაბიშვილის მამა, ლევან ზურაბიშვილი, ძმები იყვნენ.
2007 წელს, ემანუელ კარერმა გამოსცა წიგნი “რუსული რომანი” (გამომცემლობა პ.ო.ლ.), რომელშიც ოჯახის საიდუმლოს ფარდა ახადა: მისი ზემოხსენებული ბაბუა, გიორგი ზურაბიშვილი, გერმანელ ოკუპანტთან თანამშრომლობდა და საფრანგეთის გათავისუფლების შემდეგ დახვრიტეს. თმა ვერ გადახოტრეს, როგორც ეს მოღალატე ფრანგ ქალებს გაუკეთეს. ალბათ, არ ჰქონდა.
ეს ხდებოდა “მაშვინ”, როცა ჩვენი ბაბუები ფრონტზე ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ.
თავად კარერის დედა ანუ “ვენეცუელა სალომეს” ღვიძლი კუზინა დიდი ფრანგი მეცნიერი და აკადემიკოსი იყო საფრანგეთში, რუსულისა და რუსეთის მკვლევარი, რომელიც ქმრის გვარს ამჯობინებდა საკუთარი მამის გვარს. მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია უხერხულობასთან დაკავშირებით. ცხოვრებაც რუსეთს მიუძღვნა…
ეს ისე, როცა ზოგიერთი სალომე და მისი ძამიკო ოთარა, ქართული ისევ რომ არ იცის ამ სიბერეში, პატრიოტიზმზე და ფასეულობების ერთგულებაზე დაგველაპარაკებიან.
მოღალატე მოღალატეა და ვერ გამოსწორდება. ჩვენ მიერ დიდსულოვნად მიცემული შანსი, როგორც წყალობა, ფაქტია, რომ გალაყდა.
იდექით მტკიცედ ყველა, ვისაც გწამთ, რომ საქართველომ ასკინკილით არ უნდა იაროს!
პს. კი, პრობლემები არის საქარველოში, ისევე როგორც სხვა, ევროპულ ქვეყნებში, მაგრამ მათი გადაჭრის გზებს გესტაპოს ყოფილი თანამშრომლები ვერ გვასწავლიან. ჩვენვე უნდა მივხედოთ იმას, რაც მისახედია.
ეს ჩემი პირადი გვერდია და ნეოფაშისტების აზრის გამოსათქმელი ადგილი აქ ვერ იქნება.
ფოტოზე: ფაშისტებთან თანამშრომლობისთვის ფრანგების მიერ დახვრეტილი გიორგი ზურაბიშვილის შთამომავალი ოთარ ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე ქართველებს მაღალ მატერიებზე ჭკუას გვარიგებს. ახია!

2 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·