საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა
თბილისში, „სადგურის მოედნის" მიმდებარედ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შედეგად დაშავებულთა ძებნა-შველის ოპერაცია დასრულებულია. ამის ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.