სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ 156 ადამიანიდან 124 აცხადებს, რომ მის მიმართ განხორციელდა ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა, რაც არის „თითქმის 80%. ეს ძალიან შემაშფოთებელი რიცხვია“. იოსელიანმა ძალოვან სტრუქტურებს მოუწოდა, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს. მან ასევე მოუწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ყველა ასეთ შემთხვევაზე მოახდინოს უმკაცრესი რეაგირება.
სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ მუშაობს დაკავებულთა ოჯახებისთვის დაკავებულების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე, ვინაიდან ზოგიერთი მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ იზოლატორებში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გავრცელებულ განცხადებაში დაკავებულთა რაოდენობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა, რომლის თანახმადაც, 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით 224 აქტივისტი დააკავეს. მათ უმეტესობას წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი ბრძანებების დაუმორჩილებლობის ადმინისტრაციული ბრალი აქვე წაყენებული. დაკავებული პირების მიმართ სასამართლო პროცესები გრძელდება.
პროტესტი, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო, „ქართული ოცნების“ ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებას მოყვა, რომლის თანახმადაც ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს.
ასევე წაიკითხეთ:
- 02/12/2024 – საია: მართლწესრიგის დაცვის ნაცვლად, შსს დანაშაულს ჩადის
- 01/12/2024 – პრეზიდენტი საპროტესტო აქციების, ოპოზიციისა და სსო-ების როლისა და საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ
- 01/12/2024 – ევროკავშირის ლიდერები „წუხილს გამოთქვამენ“ ქართული ოცნების გადაწყვეტილების გამო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)
Read Next
26/11/2024 - 18:24
სახალხო დამცველი პარლამენტს ლეგიტიმურს უწოდებს, მისი აპარატის თანამშრომლები არ ეთანხმებიან
21/11/2024 - 12:37
თბილისის საქალაქო სასამართლომ ორ დაკავებულ აქტივისტს რვადღიანი პატიმრობა მიუსაჯა, კიდევ ერთი დააჯარიმა
13/11/2024 - 21:40
საკონსტიტუციო სასამართლო ძალადობის მსხვერპლი ქალის აბორტის უფლებასთან დაკავშირებით სარჩელს განიხილავს
04/11/2024 - 14:23
სახალხო დამცველი არჩევნების კომენტირებისგან თავს იკავებს
13/05/2024 - 18:44
სახალხო დამცველი მომიტინგეების პოლიტიკური, საქმიანობისა და მოსაზრების ნიშნით დევნაზე საუბრობს
09/05/2024 - 13:15