სახალხო დამცველის რწმუნებულები აქციის დროს დაკავებულ და დაშავებულ პირებს მოინახულებენ
სახალხო დამცველი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, დროულად გამოიძიოს სამართალდამცველთა მხრიდან მოქალაქეების მისამართით არასათანადო მოპყრობისა თუ ძალის გადამეტების ფაქტებს, ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.