სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს, მისiვე თანამშრომელი ლევან პაპავა უჩივის. ლევან იოსელიანის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი მოქმედმა თანამშრომელმა შეიტანა და განსხვავებული შეხედულებების ნიშნით დისკრიმინაციის დადგენას და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. ლევან პაპავა ომბუდსმენის აპარატის რეგიონული სამმართველოს კოორდინატორია და ამბობს, რომ ის უშუალოდ ხელმძღვანელის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ადრესატი გახდა, რაც სახალხო დამცველმა რეაგირების გარეშე დატოვა.
სახალხო დამცველი გამოეხმაურა მისივე თანამშრომლის ბრალდებებს და განაცხადა,რომ ლევან პაპავას განცხადებები მის წინააღმდეგ მიმდინარე დისციპლინური წარმოების გადაფარვას ემსახურება.