სახანძრო უსაფრთხოება ვეზირისგან, ყველაფერი რაც უნდა ვიცოდეთ

3 days ago 2

წაკითხვა: 41

სახანძრო უსაფრთხოებას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. აღნიშნული საკითხი ბიზნესისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. როგორც ვიცით, ხანძარი ითვლება სტიქიურ მოვლენად, თუმცა დღესდღეისობით თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით შესაძლებელი გახდა ხანძრის მართვა და მისი თავიდან აცილება. შესაბამისად, სახანძრო უსაფრთხოების დარგის განვითარება სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ინერგება თანამედროვე ტენდენციები და კომპანიები ცდილობენ მომხმარებელს შესთავაზონ ეფექტური დაცვის ხელსაწყოები ხანძრის თავიდან ასაცილებლად.

მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ხანძარს შეუძლია საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენოს როგორც ჩვენ სიცოცხლეს, ასევე მატერიალურ ქონებას, რომლის ზარალის ხარჯებმაც შესაძლებელია გამოიწვიოს მძიმე ფინანსური პრობლემები. ყოველივე ზემოთ აღნიშნული პრობლემების თავიდან ასაცილებლად საჭიროა სწორად დაგეგმილი და ინსტალირებული სახანძრო უსაფრთხოების სისტემების დანერგვა საცხოვრებელ სახლებსა თუ კომერციულ შენობა-ნაგებობებში, რაც საწინდარი იქნება ხანძრის დროული აღმოჩენისა და ცეცხლის სწრაფი ლიკვიდაციისა.

დღეის მდგომარეობით ქართულ ბაზარზე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების განვითარების დარგში წამყვანი ადგილი უკავია კომპანია ვეზირს, რომელმაც ბაზარზე ოპერირება 1996 წელს დაიწყო. კომპანიის წარმატებას განაპირობებს ინოვაციური ხედვა, კომპანიის მთავარი უპირატესობა სისტემური გადაწყვეტებია გაამარტივოს მომხმარებლისთვის  კომუნიკაცია თანამედროვე საშუალებებით და გაზარდოს უსაფრთხოების ხარისხი, დაცულობის გარანტია, რაც ნებისმიერი საქმიანობის წინაპირობაა. 

სახანძრო უსაფრთხოება კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. შესაბამისად, ვეზირიც მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს თავის მომხმარებლებს. კომპანია გვიზიარებს ყველაზე ეფექტურ რამდენიმე ვარიანტს სახანძრო სისტემების კუთხით: 

  • ხანძრის ავტომატური დეტექციის სისტემა – კომპანია ვეზირის მიერ სახანძრო სისტემებში შეთავაზებულ უახლეს მიდგომებსა და ინტეგრირებულ გადაწყვეტებს შორის ხანძრის ავტომატური დეტექციის სისტემა მნიშვნელოვანი უპირატესობით გამოირჩევა. ხანძრის გაჩენისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მყისიერი და სწორი რეაგირება, რაც ხანძრით მიყენებულ ზიანს მნიშვნელოვნად ამცირებს. სისტემის მთავარი მახასიათებელი ფუნქციაა, ხანძრის წყაროს მყისიერი აღმოჩენა და შეტყობინება პოტენციური ან რეალური ხანძრის საფრთხის შესახებ, რაც ხორციელდება სახანძრო განგაშის ე.წ სამისამართო სიგნალის გამოყენებით. ეს შესაძლებელს ხდის განისაზღვროს სიგნალის გადაცემის მისამართი  (მობილური ტელეფონი, სპეციალური მოწყობილობა თუ პულტი). ამ სისტემის კიდევ ერთი დადებითი მახასიათებელია, რომ ინტეგრირებდია დაცვით სიგნალიზაციასთან.
  • ხმოვანი შეტყობინების და ევაკუაციის სისტემა – ხანძრის აღმოსაფხვრელად კომპანია ვეზირი ასევე აქტიურად იყენებს ხმოვანი შეტყობინების და ევაკუაციის სისტემებს, რაც გულისხმობს სახანძრო სისტემის მოწყობილობებს, რომლებიც საგანგაშო სიტუაციის (კვამლი, ხანძარი) აღმოჩენისთანავე აუდიო ან ვიდეო შეტყობინების გზით ერთდროულად ბევრ ადამიანს აფრთხილებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, ამიტომ, ამ სისტემის გამოყენება აპრობირებულია უფრო მასშტაბური და მრავალსართულიანი შენობა-ნაგებობებისთვის, როგორებიცაა შოპინგ მოლები და ბიზნეს ცენტრები.

ხანძართან ბრძოლა წარმატებულად რომ იმართოს, მნიშვნელოვანია სისტემამ შეძლოს ცეცხლის აღმოჩენა, განგაშის აქტივაცია და სიგნალიზაციის ამუშავება. განგაში აქტიურდება ავტომატურად კვამლის და სითბოს დეტექტორებით ან მექანიკურად საგანგაშო ღილაკზე თითის დაჭერით. სიგნალი შესაძლოა გამოიცეს ზარის, კედლის დინამიკის, საყვირის ან ე.წ. სპიკერის მეშვეობით, რომელიც განგაშის სიგნალის შემდეგ ხმოვანი შეტყობინებით აფრთხილებს და მითითებებს აძლევს შენობის შიგნით მყოფ ხალხს. შეტყობინება შეიძლება გადაიცეს როგორც მთლიან სივრცეში, ისე ცალკეულ ზონებში. 

ხმოვანი ევაკუაცია სხვა აუდიო სისტემების კარგი ალტერნატივაა, რადგან განგაშის სიგნალისგან განსხვავებით, ხმოვანი ინსტრუქტაჟი ნაკლებ პანიკას იწვევს და მობილიზებულად მოქმედების შესაძლებლობას იძლევა. ელექტრონული მოწყობილობების ეპოქაში ჩვეულებრივი სიგნალი შესაძლოა, არ იყოს ისეთი აღქმადი, როგორც კონკრეტული ხმოვანი მოწოდება. თუმცა, კომპანია ვეზირი გვთავაზობს ასევე განგაშის სიგნალისა და ხმოვანი შეტყობინების ინტეგრაციას, მეტი ეფექტურობისთვის, ასევე მათი ინტეგრაცია ხანძრის დეტექციის სისტემასთანაც.

  • ხანძრის ქრობის ავტომატური სისტემა – აღსანიშნავია, რომ ხანძრის დეტექცია ყოველთვის საკმარისი დაცვა არ არის და საჭიროა ქრობის სიტემის მყისიერი გააქტიურება. სისტემა გამოიყენება შენობის სხვადასხვა სივრცის და მასში არსებული მატერიალური და არამატერიალური აქტივების ხანძრის ზემოქმედებისგან დასაცავად.  თუმცა, გარკვეულ შენობებში, ხანძრის ქრობის შედეგადაც შეიძლება განადგურდეს ქონება, თუ სათანადო სისტემა არ იქნება გამოყენებული.

აღსანიშნავია რომ, ხანძრის მართვას სხვადასხვანაირი მიდგომა სჭირდება, სტანდარტულად ერთი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა არ არსებობს, რომ ყველა შემთხვევას მოერგოს და ამგვარად მოხდეს ცეცხლის ლიკვიდაცია. ყველა სიტუაციას განსხვავებული მიდგომა სჭირდება და შესაბამისად განსხვავებული სისტემების დამონტაჟება. 

ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია პროფესიონალების ჩართულობა და სწორი სისტემის დანერგვა ამა თუ იმ ობიექტზე. კომპანია ვეზირის პროფესიონალთა ჯგუფი მომხმარებელს თავისი ობიექტისათვის შესაბამის ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის დამონტაჟებას სთავაზობს. მაგალითად, წყლის ჭავლით ან ფხვნილით ქრობამ შეიძლება გაანადგუროს წიგნები ბიბლიოთეკაში, საარქივო დოკუმენტები არქივებში, ელექტრო მოწყობილობები, სერვერები, საცავები და ა.შ. ამიტომ, ასეთი ობიექტების სივრცის და რისკების შეფასების შემდეგ, ხდება შესაბამისი ქრობის სისტემის და აგენტის შერჩევა. 

ამ მხრივ ყველაზე ფართო გამოყენების სისტემა არის გაზით ქრობა. მისი პირველადი მიზანია ხანძრის გავრცელების შეჩერება საწყის ეტაპზე. სისტემა შედგება კვამლის აღმომჩენი სენსორებისგან, ხანძრის ნაადრევი აღმოჩენის სისტემისგან და სპეციალური ცეცხლმაქრი აირით შევსებული ცილინდრისგან. დაკვამლიანების აღმოჩენის შემთხვევაში ირთვება განგაშის მაშუქი და ხმოვანი სიგნალები, ხოლო დაკვამლიანების უფრო მაღალი დონის მიღწევისას ხდება ცილინდრიდან ცეცხლმაქრი აგენტის გაფრქვევა. 

ხანძრის აღმოჩენა და ქრობა ხორციელდება ავტომატურ რეჟიმში ადამიანის ჩარევის გარეშე, ამასთან, შესაძლებელია ქრობის ხელით გააქტიურება ან პირიქით შეჩერება. ხანძარმქრობი აგენტი გათვლილია ოთახის მოცულობაზე. მთლიანი ოთახის და მასში დამონტაჟებული სახანძრო სისტემის მოწყობილობების მონიტორინგი და კონფიგურაცია ერთი პანელიდან ხდება, რომელიც ქსელურად იმართება. 

ზემოთ მოკლედ მიმოხილული მიდგომები ყველაზე აქტიურად გამოიყენება კომპანია ვეზირის მიერ სახანძრო სისტემების ეფექტური მართვისთვის. 

მნიშვნელოვანა ასევე ხაზი გავუსვათ კომპანიის მიერ განხორციელებულ წარმატებულ პროექტებს, რაც მიუთითებს კომპანიის წარმატებასა და მზარდ განვითარებაზე. ამ წლების განმავლობაში კომპანიამ 200-ზე მეტი პროექტი განახორციელა წარმატებულად. 

ვეზირი თანამშრომლობს ისეთ მსხვილ კომპანიებთან როგორიცაა თიბისი ბანკი, Holiday Inn Telavi, Evolution Gaming Georgia, საქართველოს რკინიგზა, გალერია თბილისი, სასტუმრო Radisson BLU Iveria Hotel Tbilisi და სხვა.

     სახანძრო უსაფრთხოება არის თითოეული ორგანიზაციისა და ოჯახისთვის პრიორიტეტული საკითხი. ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებში ინვესტიციების ჩადებით, კომპანიებს შეუძლიათ აირიდონ მნიშვნელოვანი ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ხანძრის მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან. კარგად დაგეგმილი ხანძარსაწინააღმდეგო გეგმა უზრუნველყოფს ბიზნესის მომზადებას საგანგებო სიტუაციებისთვის და შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას.

კარგად ორგანიზებული სისტემა, რეგულარული შემოწმება და უსაფრთხოების წესების დაცვა მნიშვნელოვნად ამცირებს ხანძრის რისკებს. ინვესტიცია თანამედროვე სახანძრო სისტემებში არის თქვენი და თქვენი ქონების დაცულობის გარანტია.

ხანძარსაწინააღმდეგო დაცვა უსაფრთხოების, რისკების მართვისა და კატასტროფებისთვის მზადყოფნის ფუნდამენტური კომპონენტია. მკაცრი ზომების მიღებით შესაძლებელია სიცოცხლის გადარჩენა, საკუთრების დაცვა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემცირება. 

ყველა ზემოთ აღნიშნული მიზნის მისაღწევად, საჭიროა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების მონტაჟი და ამ სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. კომპანია ვეზირი მზად არის ნებისმიერი სირთულის სისტემის მონტაჟი უზრუნველყოს თქვენი კეთილდღეობისათვის,

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა