8 მაისს გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის გამო და განაცხადა, რომ აშშ „წარმოუდგენლად შეშფოთებულია“ ქართული ოცნების ხელმძღვანელობის ანტიდასავლური რიტორიკის გამო.
პრესსპიკერმა მილერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი ანტიდასავლური რიტორიკა „საქართველოს საეჭვო ტრაექტორიაზე აყენებს“ და დასძინა: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საფრთხეს უქმნის მათ ევროატლანტიკურ კურსს და აშკარად საფრთხეს უქმნის ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას“.
მილერმა უარი თქვა კომენტარი გაეკეთებინდა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებაზე, შექმნას მონაცემთა ბაზა, სადაც „თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს.“
ასევე წაიკითხეთ:
- 07/05/2024 – მეთიუ მილერი: „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი ძირს გამოუთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობებს
- 02/05/2024 – აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონს
This post is also available in: English (ინგლისური)
Read Next
09/05/2024 - 11:54
შსს საპროტესტო აქციის ექვსი მონაწილის დაკავების შესახებ იტყობინება
09/05/2024 - 00:15
თბილისის ქუჩებში აქტივისტებზე თავდასხმა განხორციელდა
08/05/2024 - 22:15
საია შეურაცხმყოფელი ენის შემცველი სატელეფონო ზარების გამო შეშფოთებას გამოხატავს
08/05/2024 - 21:20
სიახლეების ბლოგი: „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – აქციები „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ
08/05/2024 - 19:12
შსს საზღვარგარეთ აქციების ძალადობრივი დარბევის პრაქტიკაზე საუბრობს და მომიტინგეებს მსგავსი ქმედებებით ემუქრება
08/05/2024 - 15:31