სახელისუფლებო შეტევის ფონზე, გორში, არტ-ჰაუსში დაგეგმილი Kordz-ის კონცერტი გაუქმდა.
„მეგობრებო, იცით, რომ გორში, არტ-ჰაუსში დაგეგმილი ჩემი კონცერტი სერიოზული საფრთხის ქვეშ იყო. მიზეზი მარტივია: ადგილობრივი ხელისუფლების, „ოცნების“ წევრებისა და პროპაგანდისტული მედიების შეტევისა და მუქარის გამო, ადგილზე უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არსებობს. საწყენია, რომ ამ პოლიტიკური შეტევის გამო, პირველ რიგში, ადგილობრივი ახალგაზრდები ზარალდებიან. ვწუხვარ, რომ ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ. და დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის!“ — ნათქვამია ალექსანდრე კორძაიას (Kordz) განცხადებაში.
კორძის კონცერტი დაგეგმილი „კამარა“ ფესტივალის ფარგლებში, რომელსაც დანიის კულტურის ინსტიტუტი „შემოქმედებითი კომპასი საქართველოს“ ფარგლებში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი (2023–2027) პროექტის ფარგლებში ატარებს და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
„უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, „კამარა ფესტივალი“ დაგეგმილი სახით ვერ ჩატარდება და, შესაბამისად, ის გადაიდო. მადლობას გიხდით ღონისძიების მიმართ გამოჩენილი დიდი ინტერესისთვის“, — განაცხადა დანიის კულტურის ინსტიტუტმა.
კონცერტის ჩაშლას წინ უძღოდა სახელისუფლებო აქტორების კამპანია და შეკითხვები ევროკავშირის ელჩის მიმართ, „იზიარებს თუ არა ევროკავშირი პასუხისმგებლობას მილიონზე მეტი ქართველის შეურაცხყოფაზე“.
netgazeti