WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) უფროსმა გეკა გელაძემ 14 სექტემბერს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება.  ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა ბოლო ორ წელიწადზე ნაკლებ დროში, როდესაც უწყების ხელმძღვანელი პოსტს ტოვებს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის მას.

გელაძემ, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, რომელმაც თანამდებობა აპრილში დაიკავა და მამუკა მდინარაძე შეცვალა, გადადგომის მიზეზი არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ საქმიანობას „სხვა უწყებაში“ გააგრძელებს „პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების“ შემდეგ.

სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გელაძემ „განსაკუთრებული მადლობა“ გადაუხადა უწყების თანამშრომლებს, ასევე მადლობა გადაუხადა „პოლიტიკურ გუნდს, განსაკუთრებით პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის“.

გელაძე სუს-ის მეოთხე უფრისია, რომელიც ბოლო ორ წელიწადზე ნაკლებ დროში თანამდებობას ტოვებს. მანამდე პოსტი დატოვეს გრიგოლ ლილუაშვილმა – 2025 წლის აპრილში, ანრი ოხანაშვილმა – 2025 წლის აგვისტოში და მამუკა მდინარაძემ – 2026 წლის აპრილში.  

რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი სუს-ის უფროსს ექვსწლიანი ვადით ირჩევს.

This post is also available in: English