1
ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
,,სახელოვანი მწერლები რატომ არიან გატრუნულები? არ ვაპირებ ვარაუდს, ნოდარ დუმბაძე რას იტყოდა ონისეს ხუმრობაზე, და არც იმას – შევარდნაძე როგორ იხუმრებდა მისი მეგობრის „დამწუნებელზე“…
მაგრამ დღევანდელი მწერლები, დიდები, სახელოვანები – რატომ დუმან? მხარს უჭერენ ძალადობას? ა, ხო… მერე იქნებ წიგნი აღარ დაგიბეჭდონ, არა? ან ფესტივალებზე აღარ გატარონ, ხო?
ამ დღეებში გალაკტიონის ხუმრობა მახსენდება. კოწიასთის უკითხავს – ესენი სად მიდიანო? მწერალთა კავშირის ყრილობაზეო. გალაკტიონს უთქვამს: მე და შენ აქ ვართ და რა მწერალთა კავშირიო?
ადამიანი სხვადასხვა განსაცდელის დროს ღმერთსაც კი განიკითხავს და ადამიანის, თუნდაც მწერლის, მიმართ ვიღაცას უარყოფითი, კრიტიკული ან თუნდაც ირონიული დამოკიდებულება რომ ჰქონდეს — ეს უკვე დანაშაულია?
ჰო და ნუნუმ შემოთვალა: ლუმინალი დალიეთო, თუ არა, ფარსმანმა თქვა:- რევანდის ოყნა გაიკეთეთო.
გემოვნება სუბიექტურია. ემოციურიც. ათეისტ ადამიანებს ღმერთის არ სწამთ და რა ვქნათ ახლა – პატრიარქს დავუჯეროთ, მახვილი ვიშიშვლოთ და დავხოცოთ?
გუდის ყველს ჩემთვის ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორიც ევროსტრუქტურების რეზოლუციებს „ოცნებისთვის“. და მოდით ახლა, ვისაც გევასებათ, ჩამქოლეთ – სულ ხმელ სულგუნს გირტყამთ თავში.
მე მიმაჩნია, რომ მეოცე საუკუნის ქართულ მწერლობაში ნომერი პირველი მიხეილ ჯავახიშვილია და არა ნოდარ დუმბაძე. პრობლემაა?
მე მიმაჩნია, რომ ოთარ ჭილაძე უფრო დიდი მწერალია, ვიდრე ნოდარ დუმბაძე. პრობლემაა?
კიდევ მიმაჩნია, რომ ონისე ბევრად უკეთესი სახელია, ვიდრე ნოდარი. თუმცა ჩემს მეგობარს ნოდარი ჰქვია და ძალიან მიყვარს. სახელი თავადაც არ მოსწონს. პრობლემაა?
და თუ დუმბაძეებზე მიდგა საქმე, ჩემი აზრით, ნინო დუმბაძემ უფრო ასახელა საქართველო, ვიდრე ნოდარ დუმბაძემ. (ქოცო, დაგუგლე ნინო დუმბაძე. ესეც პრობლემაა?)
და აქვე: მე მიმაჩნია, რომ „რუსთავი 2“ მავნებლობს. თქვენ მიგაჩნიათ პირიქით? მიგაჩნდეთ. მაგაზე ნამდვილად არ ვიდარდებ.
მაგრამ ძალადობის გამართლება, ადამიანის დევნა, მისი გაჩუმების მოთხოვნა და მის წინააღმდეგ ბრბოს დაგეშვა გემოვნების საკითხი აღარ არის. ეს უკვე თავისუფლების საკითხია.
და სწორედ ამიტომ მაინტერესებს: სახელოვანი მწერლები რატომ არიან გატრუნულები?“

3 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·